png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნიკოლოზ გაგუა: 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს

  • ეკონომიკა
  • 30.07.2018
  • 14:13
ნიკოლოზ გაგუა: 2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს

2018 წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას უფრო მაღალი ტემპით, ვიდრე ეს იყო გასულ წელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. 

„ივნისის თვის მონაცემი, რეალურად, აჯამებს მეორე კვარტლის და წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება - პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,3%, ხოლო მეორე კვარტალში, ეს მაჩვენებელი უკვე 6%-ია. სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი დაჩქარება და შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,7%. აღსანიშნავია, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად მაღალი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც იყო 5,0%  ასევე, ის მაღალია ჩვენ მიერ წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 4,5%-ს, რაც ხაზს უსვამს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ეკონომიკაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია ექსპორტის გაზრდილი დინამიკა. „ჩვენ მაისში გვქონდა, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა, ხოლო ივნისში გვაქვს 30%-ზე  მეტი მაღალი ზრდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული დადებითი ტრაექტორია გაგრძელდება. მეორე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში, ეს არის ტურიზმის სექტორი, რომელიც ძალიან კარგი და დადებითი ტემპებით ვითარდება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.   

მისი თქმით,  ივნისის თვის ეკონომიკურ ზრდაში მთავარი დადებითი როლი ითამაშა ტრანსპორტის სექტორმა, რომელიც 17,8%-ით გაიზარდა, ასევე 17,8%-ით გაიზარდა სასტუმროები და რესტორნები, მაღალი ზრდა არის, ასევე, საფინანსო სექტორში, რომელმაც 17,6 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge