png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დაკავებისას და მის შემდეგ მაგდა პაპიძე სასტიკად აწამეს - ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი მოამზადა

  • სამართალი
  • 06.06.2018
  • 15:10
დაკავებისას და მის შემდეგ მაგდა პაპიძე სასტიკად აწამეს - ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოსთვის საჩივარი მოამზადა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოსთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის საჩივარი მოამზადა.

საჩივარი მსჯავრდებულ პაპიძის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების გაჭიანურებსა და არაეფექტურობას ეხება. პაპიძე საჩივარში დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს. 

აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით, მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა  ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა)  მუხლების დაღვევა.

საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიზე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს.

2015 წლის 22 დეკემბერს, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 2016 წელს მაგდა პაპიძის ცემა/წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება  სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

მოცემულ საქმეში პროკურატურამ არ უზრუნველყო ზედმიწევნითი და დროული გამოძიება  და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის  გონივრული ჩართულობა. გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

მაგდა პაპიძე  უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა). აღნიშნული პიროვნებების ვინაობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. გამოძიებას არ დაუკითხავს საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი.

გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე. ექსპერტს არ დაუსვა კონკრეტული, სპეციფიური შეკითხვები. არ ჩატარებულა ექსპერტიზა  ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით.

გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რითაც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის  შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მაგდა პაპიძის მიმართ არსებითად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები.

2016 წლის 4 ივლისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნო ქმრისა და შვილის მკვლელობაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით). 2016 წლის 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge