png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

28 მლნ ლარით დაფინანსებული Check In Georgia-ს შემოსავალმა 3 მლნ ლარი შეადგინა

  • ეკონომიკა
  • 26.02.2018
  • 18:35
28 მლნ ლარით დაფინანსებული Check In Georgia-ს შემოსავალმა 3 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს მთავრობამ პროექტი Check In Georgia 2016 წელს 28 მილიონი ლარით დააფინანსა, შემოსავალმა კი 3 მილიონი ლარი შეადგინა. 

ეს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია. 

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ხარჯების უმეტესობა კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა გასწია, რომელსაც ამ მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო 22,854,080 ლარი. 

ფონდმა დაგეგმა და ჩაატარა: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და Maroon 5_ის კონცერტები. ღონისძიებებზე ბილეთები გაიყიდა. პროექტის დანარჩენ ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ უფლებამოსილი პირების განმარტებით, კონცერტების ჩატარების ადგილები, გასაყიდი ბილეთების რაოდენობა და ფასები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.

კონტრაქტი ბილეთების გაყიდვაზე გაფორმებული იყო შპს "ონლაინ თიქეთსთან" (TKT.GE). 

საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების (გაყიდვის არხების (ონლაინ, სალარო) და ოპერატორების, პერიოდების მიხედვით გადახდებზე, მომხმარებლებზე, შეკვეთებზე) რეპორტირებას და დოკუმენტირებას. შემოსავლის აღიარება ხდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად.

მოცემული სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით, გაუყიდავი ბილეთების რაოდენობამ შეადგინა - 3,719 ერთეული, ღირებულებით - 141,840 ლარი

„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის“ მიერ 2016 წელს 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ 3,044,030 ლარი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge