png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინო ამოიღეს

  • სამართალი
  • 22.01.2018
  • 14:42
უკრაინაში გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინო ამოიღეს

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, ხოლო კანონდამრღვევი კომპანია უკრაინის ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები  ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ. კერძოდ, უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ  კომპანიებს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ, 2017 წლის ოქტომბერში მომზადდა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს. შედეგად, უკრაინის უკრაინის ანტიმონოპოლურმა კომიტეტმა უკრაინული კომპანიის ქმედებები ცნო „არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან დაცვის შესახებ“ უკრაინის კანონის დარღვევად და კომპანიას დააკისრა ჯარიმა 7 010 000 უკრაინული გრივნის ოდენობით. ამასთან ერთად, „კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით  მსგავსი ქმედებების განხორციელება.

აღნიშნულით, უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

ღვინის ეროვნული სააგენტო შემდგომშიც გააგრძელებს ქართული ღვინისა და მისი დასახელებების დაცვის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარებას საერთაშორისო ბაზარზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge