png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ ზვიად რატიანმა ტვინის შერყევა მიიღო - ადვოკატი

  • სამართალი
  • 25.12.2017
  • 12:00
სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ ზვიად რატიანმა ტვინის შერყევა მიიღო - ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
რატიანი გუშინ, 24 დეკემბერს, სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი. რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც პოეტის ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა,  რატიანს სამართალდამცავებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის იყო დაკავებული. სწორედ ამაზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლომ. დაკავების შემდგომ მას სხეულსა და სახეზე არაერთი ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ მან ტვინის შერყევა მიიღო.
ზვიად რატიანი მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავების შემდეგ,  რამდენიმე საათის განმავლობაში,  სცემდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამიტომაც,  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო -  სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაზიანებებთან დაკავშირებით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ  რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს. 
"რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს, რასაც ჩვენ პროცესზე დავადასტურებთ. ის  ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რის გამო გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი", - აღნიშნა ადვოკატმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge