png.ge
png.ge
png.ge
16+
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
29 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია“

  • ეკონომიკა
  • 20.12.2017
  • 13:13
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია“

"ტურიზმი არის ჩვენი  ქვეყნის ეკონომიკის ტრადიციული სექტორი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა. 2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

„წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით. ეს არის სერვისების ნაწილში აბსოლუტური პოზიტივი.  საქართველომ 2017 წლის 11 თვეში  6 მილიონ 954 ათას  საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და ჩვენ გავალთ 7 მილიონ 250-300 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე  “ -  განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა მიყვება  იმ სტრატეგიას,  რომელიც  მსოფლიო ბანკთან ერთად არის შემუშავებული ტურიზმის მიმართულებით.  „ამ სტრატეგიის მიხედვით,  დაგეგმილი გვაქვს, რომ ავიდეთ 11 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე და ამავდროულად, პრინციპულად შევცვალოთ თვითონ სტრუქტურა - გაიზარდოს ქვითრის მოცულობა, რომელსაც ტურისტი დახარჯავს ან გადაიხდის საქართველოში და გაიზარდოს დღეების რაოდენობა, რომელსაც ტურისტი გაატარებს ჩვენს ქვეყანაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება. ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი. ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში.   ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში. 

„ყველამ დავინახეთ თბილისში გიდები, რომლებსაც უჭირავთ დროშები, რომ თავისი ტურისტები არ დაკარგონ. ეს, რა თქმა უნდა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი მნიშვნელოვნად განვითარდება.  60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტი შევიდა მწყობრში, რაც არის 3 900-ზე მეტი საწოლი ადგილი.

2018-2019 წლებში კიდევ 200-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი უნდა ამოქმედდეს, რომლებიც ამ წუთებში მშენებლობის პროცესშია .ეს არის 21-ათასზე მეტი საწოლი ადგილი“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია მთის კურორტების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ მთის კურორტები გახდეს 4 სეზონიანი, რათა იქ სეზონურობაზე არ იყოს დამოკიდებული ტურისტის ჩასვლა. საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიციები  მთის კურორტებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ვიზიტორების ზრდაში აისახა. თუკი 2013 - 2014 წლებში ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 98,039 ვიზიტორი სტუმრობდა, 2016 - 2017 წლებისთვის ამ მაჩვენებელმა 412,711 ვიზიტორს გადააჭარბა“ –აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
  • 23:51
ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია - ირაკლი კობახიძე
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
  • 23:32
იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა  - კობახიძე
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
  • 23:19
ქართველები საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან. გვერდში დაუდექით - სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და მოკავშირეებს
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
  • 23:05
ახლა მხილების დრო კი აღარ არის, ცვლილებების დროა - გიგი წერეთელი
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
  • 23:03
გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია - ირაკლი კობახიძე
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
  • 23:01
ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა - თამარ ჩერგოლეიშვილი
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
  • 22:42
პროტესტი მთელ საქართველოს უნდა მოედოს, რასაც ვეღარ გაუძლებს ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიული აპარატი  - გიგა ბოკერია
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
  • 22:03
არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, არც ევროკავშირთან, არც აშშ-სთან - ირაკლი კობახიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge