png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 20.10.2017
  • 17:06
Welcome to Georgia! - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ გაიმართება

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.

საქართველოს ბანკი მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“.  2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტკრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი და ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.

2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიოსაქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge