png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

  • ეკონომიკა
  • 20.10.2017
  • 15:00
 ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდა

სტადიონის მშენებლობის ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.

მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 101 700 000 ლარს შეადგენს.

ტენდერი ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.

სტადიონი ბუნებრივსაფარიანი იქნება. საფეხბურთო სტადიონი ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე, 8 ჰექტარზე განთავსდება.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს. სტადიონის ტრიბუნები გადახურული იქნება არქიტექტურული მემბრანით.

იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის დინამოს დროშის, ასევე საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, მოთამაშეების, VIP და მედიის. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200-ზე მეტ მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, მოადგილეებთან და შპს „სტადიონის“ დირექტორთან სულხან ხალვაშთან ერთად იმ ტერიტორიასთან იმყოფებოდა, სადაც მალე საერთაშორისო სტადიონი უნდა აშენდეს. ადგილზე ასევე ბათუმის “დინამოს“ პრეზიდენტი ოთო ფედიჩკინი და ფეხბურთის ფანკლუბის წევრები იმყოფებოდნენ. მინისტრს სტადიონის პროექტის განმახორციელებაში ჩართულმა მხარეებმა მიმდინარე ეტაპის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

,,ჩვენ ეხლა ქალაქის იმ ტერიტორიაზე ვიმყოფებით,სადაც მალე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტზე, რომლისადმიც საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესია, კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. კერძოდ, უკვე გამოცხადდა მშენებლობის ტენდერი,რაც ნიშნავს იმას,რომ ამ სამართლებრივი პროცედურის დასრულების შემდეგ უშუალოდ სტადიონის მშენებელობა დაიწყება და ჩვენ ყველანი ერთად აჭარისთვის და არამხოლოდ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ პროექტს ჩავუყრით საფუძველს. ეს პირობა ჩვენ მივეცით სპორტსმენებს, სპორტის გულშემატკივრებს, მთელს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქს მალე აუცილებლად ექნება მაღალი დონის საფეხბურთო სტადიონი”- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge