png.ge
png.ge
png.ge
16+
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
27 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ, შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა

  • სამართალი
  • 17.10.2017
  • 11:13
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ, შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის  სასარგებლოდ, შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა.

 

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.  2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის  ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი  იცავდა.  

 

2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა.  საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გ.გ.-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი, მან მიიღო სხეულის დაზიანებები და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში.  ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობით მომზადდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ  მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს შსს-ს კიდევ ერთი დაზარალებულის - ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, 5 000 ლარის ოდენობით. ო.ჩ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
  • 17:28
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge