png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდის პროგრამას ეფუძნება - გიორგი კაკაურიძე

  • ეკონომიკა
  • 02.10.2017
  • 18:35
 2018 წლის ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები სავალუტო ფონდის პროგრამას ეფუძნება - გიორგი კაკაურიძე

2018 წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი. აღნიშნული ფისკალური ჩარჩო ეფუძნება სსფ-ის სამწლიან პროგრამას, რომელიც სრულად ასახავს მთავრობის პრიორიტეტებს და ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზებს საშუალოვადიან პერიოდში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის ბიუჯეტის თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, ფისკალური ჩარჩო მოიცავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და თანხების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყნის ფისკალური სტაბილურობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება 2017 წელს დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.3%-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც 2016 წელს მიმდინარე ხარჯებზე მშპ-ის 25.9% მიიმართა, ხოლო 2017 წელს მისი წილი 24.8%-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წლისთვის ეს რიცხვი 20.8%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებას ზრდას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ისინი გაზრდის საქართველოს სატრანზიტო და ტურისტულ პოტენციალს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს. 

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 940 მლნ ლარით იზრდება, მათ შორის, ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში - 650 მლნ ლარის ფარგლებში. 

„რაც შეეხება ხარჯებს, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ზრდაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში - 572 მლნ ლარი. ეს დაფინანსება მთლიანად მიემართება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა დააჩქაროს. ასევე ჩვენ არ ვცვლით სოციალური მიმართულებით ხარჯების დაფინანსების პოლიტიკას - ჯანდაცვის პროგრამები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ჯამში, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 109 მლნ ლარით. აგრეთვე იზრდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ ლარით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge