png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

  • ეკონომიკა
  • 18.09.2017
  • 10:53
 აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა ბათუმის დელფინარიუმშიც. რეგიონში ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს მხოლოდ ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო - 71 853 ვიზიტორი. ჯამში, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.

ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ივნის-აგვისტოში  ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 59 073 ადამიანს შეადგენს.

ბათუმის საბაგიროც იმ ტურისტულ ადგილებს მიეკუთვნება,  სადაც ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით გაზრდილია 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს გულისხმობს. მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის საუკეთესო  ადგილია. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებას სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge