png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 15.09.2017
  • 17:13
 საქართველოში პირველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარადაჭერით და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით საქართველოში პრიველად გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები,  ფორუმმა ასევე უმასპინძლა დელეგატებს 17 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის, ყაზახეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული საამიროების და თურქეთის ქვეყნებიდან. ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაცია გახლდათ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ მასტერკლასები უცხოელი ბიზნეს ექსპერტებისგან და გაეფართოვებინათ საქმიანი კონტაქტები.

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე საინტერესო გამოცდილების შესახებ სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულმა 8 გამომსვლელემა ისაუბრა,  ისეთ თემებზე როგორიც არის: ქართული სავაჭრო ბაზრის რესურსი და პოტენციალი, უახლესი სამეწარმეო ტენდენციები და ბიზნეს ეთიკა სხვადასხვა კულტურაში, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ქალის როლი, ისტორიული და უახლესი ტენდეციები ბიზნესში წარმატების მისაღწევად და როგორ გავუმკლავდეთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს ბიზნესში. გამომსვლელებმა ასევეც ჩაატარეს ე.წ მასტერკლასები დამსწრეთათვის, ფორუმის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსიები, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ქონდა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა პასუხის რეჟიმში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის დაფინანსება განვითარების კუთხით. ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალი მეწარმეების განვითარება და ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ფორუმის მხარდამჭერები სადაც ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ საინტერესო და მათთვის მნიშვენლოვან ინფორმაციას გაცნობოდნენ. საქართველოს ბანკს, ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქვს გადადგმული, მათ შორისაა პროდუქტი „ქალი სტარტაპერი“, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს აფინანასებს. ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ საქართველოს ბანკის „ქალი სტარტაპერი“-ს ბიზნესსესხით“ განაცხადა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ მასურაშვილმა.

 „ჩემთვის დიდი პატივია „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის სახელით ვუმასპინძლო გლობალურ ბიზნეს ფორუმს საქართველოში. ფორუმის მთავარი მიზანია საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, მეწარმეების ხელშეწყობა,   საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. დღეს შექმნილი გარემო კი ნამდვილად არის იმის გარანტი რომ ჩამოყალიბდება მრავალი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა ფორუმის დელეგატებს შორის“ განაცხადა „საქმიან ქალთა გაერთიანებ“-ის პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge