png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თვითმმართველობების შემცირება მათი ბიუჯეტების შემცირებას არ გულისხმობს - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 01.06.2017
  • 13:49
 თვითმმართველობების შემცირება მათი ბიუჯეტების შემცირებას არ გულისხმობს - პრემიერი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მუნიციპალიტეტების შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის განვითარებას, ცვლილებები კი ხელს პირიქით, შეუწყობენ მათ განვითარებას. პრემიერი აცხადებს, რომ თვითმმართველობა საქართველოში კიდევ უფრო დაბალ, მუნიციპალურ დონეებამდე ჩაიშლება. 

"ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომელიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას. ეს გახლავთ 14 მუნიციპლაიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება. როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ამ შემთხვევაში ავტომატურად დაჯამდება ეს ბიუჯეტი, რომელიც არსებობს ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არც ერთი თეთრი. მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვაკეთებთ, გახლავთ ის, რომ ელემენტარულად ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობის კუთხით და ასევე, მთელ რიგ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების განვითარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს, მერის სამსახურის უფროსებს და ამით თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. მისი თქმით, საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები.

მთვრობის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთ მთავარი განსახილველი თემა გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებაა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა.

შვიდ თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტში საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას თვითმმართველი ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge