png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 01.02.2017
  • 10:35
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.

დღეს შეხვედრები ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გაიმართება.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს  ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან  გამართავს, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან და კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან.

მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს კენჭს უყრიან. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ ბრიუსელს ეწვია, პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გაცხადებული საგარეო პრიორიტეტების კიდევ ერთი დადასტურებაა.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, პარლამენტმა, მივიღეთ რეზოლუცია და დეკლარირებულად განვაცხადეთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმასაც, რომ  რეზოლუციაში დაფიქსირებულ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამ კონკრეტული ვიზიტითაც ხაზს ვუსვამთ. პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არის ბრიუსელში. ბრიუსელში გაიმართება ფართო და ყოვლისმომცველი შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და რაც მთავარია, ხვალ იქნება კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ძალიან პოზიტიურ შედეგებს ველოდებით“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge