png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს - თინა ბოკუჩავა

  • პოლიტიკა
  • 10.01.2017
  • 16:15
 ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს - თინა ბოკუჩავა

ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის ნაწილი 20 იანვრის ყრილობას მხარს უჭერს. ბრიფინგი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ გამართა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ევროპულ პარტიას, აქვს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის წევრი. ჩვენ, ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის რაიონული თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა, ისევე, როგორც მმართველი საბჭო და ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები, დღევანდელი განცხადებით, ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ 20 იანვრის ყრილობას, აქტიურად ვართ ჩართული მისი მომზადების პროცესში და გვჯერა, რომ ეს ყრილობა გახდება ენმ-ის განახლების, განვითარების და საბოლოოს გამარჯვების საწინდარი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ვიწრო პარტიულმა ჯგუფმა, შიდა პარტიული ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა დაუპირისპირდეს ყრილობას და უსაფუძვლოდ აყენებენ მის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს პარტია ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის იმ მრავალათასიან მხარდამჭერს, 500 ათას ადამიანზე მეტს, რომელმაც ხმა მისცა ენმ-ს, 10 ათასობით წევრს, რომელსაც ვერავინ წაართმევს უფლებას, თავად გადაწყვიტონ პარტიის მომავალი", - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, 20 იანვარს ასევე იმსჯელებენ ქალთა ორგანიზაციის გაძლიერებასა და შიდაპარტიული კვოტირების შემოღებაზე.

"ძალიან ბევრ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, 20 იანვარს იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ სამომავლოდ როგორ გავაძლიეროთ ქალთა ორგანიზაცია. მათ შორის, ვიმსჯელებთ იმაზე, რომ შემოვიღოთ შიდაპარტიული კვოტირება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge