png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა" პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს

  • ეკონომიკა
  • 27.12.2016
  • 16:13
 ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა" პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს

სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის" რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის" სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში.  ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის" ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

მალე „თიბისი დაზღვევის" პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს.

„თიბისი დაზღვევის" სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა  კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის" კონურენტული უპირატესობა.

ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის,  ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა" აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ  პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს.

„კოპენბური" თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა.  ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა" სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში - თიბისი ბანკის ქსელში იქნება წარმოდგენილი.

„თიბისი დაზღვევაში" 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.

კომპანიის არსებული ოფისები აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელს „თიბისი დაზღვევის" 300-მდე თანამშრომელი მოემსახურება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge