png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

  • საზოგადოება
  • 15.12.2016
  • 13:11
რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

”ცენტრ პოინტის” მეწილე რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს და ”ადამიანების გადასარჩენად გზების მოძიებისკენ” მოუწოდებს.

რუსუდან კერვალიშვილი ღია წერილს ”ფეისბუქზე” ავრცელებს:
”საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას !საქართველოს სახალხო დამცველს! უკვე რვა წელი გავიდა, რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად, რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ჩვენი ოჯახი ფაქტობრივად განადგურდა. ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი. კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში, თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნაგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ, რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ, ვაღიაროთ ყველაფერი, რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა, თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის,” - წერს რუსუდან კერვალიშვილი. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge