png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

  • ეკონომიკა
  • 05.09.2016
  • 16:09
 აგრო-საინვესტიციო სესხი - ახალი შეთავაზება ფერმერებს თიბისი ბანკისგან

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად საზოგადოებას  ახალ საბანკო პროდუქტის, აგრო-საინვესტიციო სესხხის შესახებ ინფორმაცია მიწაოდა. 

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგრო სექტორში ჩართულ პირებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უპრეცედენტო პროდუქტს - აგრო-საინვესტიციო სესხს სთავაზობენ, რომელიც პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში ხორციელდება.

20 000 ლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე საინვესტიციო სესხით სარგებლობა ფერმერებს  მრავალწლიანი  ბაღების  გასაშენებლად,  გრძელვადიანი საშეღავათო  პერიოდით შეუძლიათ. სესხის  პროცენტს ნაწილობრივ ან სრულად დაფარავს  სახელმწიფო.  ფერმერი კი სესხის  გადახდას   მას შემდეგ დაიწყებს, როცა გაშენებული ბაღი  მსხმოიარობაში შევა. საშეღავათო პერიოდი,  რა დროსაც მსესხებელი სესხს არ იხდის, მაქსიმუმ 5 წელია.

ამ ეტაპზე აგრო-საინვესტიციო სესხი იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც  ფლობენ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მინიმუმ 1 ჰექტარ ფართობს და დაინტერესებულები არიან მრავალწლიანი ნარგავების გაშენებით.

აგრო-საინვესტიციო სესხით სრულად დაფინანსდება ბაღის გაშენება და მისი შემდგომი მოვლა-ნარგაობის პროცესი  სრულ მსხმოიარობამდე.  პარალელურად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროექტით  „დანერეგე მომავალი“, სადაც ის გრანტის სახით მიიღებს  ნერგების  ღირებულების  მაქსიმუმ  70 % და სარწყავი სისტემის მაქსიმუმ 50 %-ს. სესხის აღების მსურველებმა უნდა მიაკითხონ თიბისი ბანკის ფილიალებს.

აგრო-საინვესტიციო  სესხი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომლითაც თიბისი ბანკი აგრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას ცდილობს. ბანკი 2013 წლიდან ჩართულია  სახელმწიფო პროგრამებში - „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში”.  აღნიშნული პროექტების ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით თიბისი ბანკმა 8000-მდე მომხმარებელზე  320 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge