png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

  • ეკონომიკა
  • 02.09.2016
  • 16:05
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების  სამინისტროში პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლეს

ეკონომიკისა  და  მდგარადი  განვითარების  მინისტრის  მოადგილეები ირმა ქავთარაძე, ქეთევან  ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა  საქართველოში  სტუმრად მყოფ პოლონეთის  ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიუშ ჰალადის შეხვდნენ. შეხვედრას პოლონეთის დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი დაესწრო.

პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის  მიზანია საქართველოში  განხორციელებული  რეფორმის გამოცდილების გაზიარება.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილეებმა  სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ახალი ბიზნესის რეგისტრაციის,  სამეწარმეო კონტროლის განხორციელების ფორმების, ლიცენზიების რაოდენობის შემცირების და რეგულირებაზე კონტროლის დადგენის საკითხებზე. საუბარი ასევე შეეხო მეწარმეობის განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობასა  და  ბიზნესთან დიალოგის თემებს.

თავის  მხრივ  პოლონურმა მხარემ სამინისტროს წარმომადგენლებსთავისი გამოცდილება გააცნო. შეხვედრაზე   დაისახა  სამომავლო  თანამშრომლობის  პერსპექტივები.

„საქართველოში ბიზნესის მქონე პოლონელი  მოქალაქეები იმდენად კმაყოფილები არიან აქ   არსებული სამეწარმეო გარემოთი, გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო  თქვენი მთავრობის  მიერ  ჩატარებულ  რეფორმებზე.  ბოლო წლებში  საქართველომ  მართლაც დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და არაერთი საინტერესო რეგულაცია დანერგა.  ადრე  თუ  თქვენ  ჩვენგან სწავლობდით,  უახლოეს  პერიოდში პოლონეთი აპირებს  ქართული რეფორმების ექსპორტის განხორციელებას“-განაცხადა შეხვედრის დასარულს პოლონეთის დელაგაციის  ხელმძღვანელმამარიუშ ჰალადიმა.

პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გარდა, შეხვედრები ასევე გაიმართა მთავრობის კანცელარიაში, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებში. დღეს პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge