პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტები გამოცხადდა
საქართველო, თბილისი - 12:21 | 29.06.2016 ნანახია: 2325
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 360 კონკურსანტიდან, რაც „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია იყო, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია. ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაში.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან მოხდება წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სექტემბერში, “საბას” რიგით მე-14 საზეიმო დაჯილდოებაზე. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ-ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2015 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
წელს „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის, ახალი ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. გარდა ამისა, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ - 4 ივლისიდან მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში შეძლებენ „საბას“ ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.
წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:
საუკეთესო რომანი:
- თამთა მელაშვილი, “აღმოსავლეთით” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი” (გლოსა)
- დათო ტურაშვილი, “სხვა ამსტერდამი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები” (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული:
- ნინო თარხნიშვილი, “ნინო's Notes” (ინტელექტი)
- ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები” (ინტელექტი)
- დათო ქარდავა, “ესავის ხელები” (ინტელექტი)
საუკეთესო პოეტური კრებული:
- შოთა იათაშვილი, “პოეტური გამოცდილების სიმწარე” (ინტელექტი)
- პაატა ნაცვლიშვილი, “ხელოვნური ყვავილები” (უსტარი)
- ზვიად რატიანი, “შენთვის შეიძლება“ (დიოგენე)
- ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” (ინტელექტი)
(პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თავისი კრებული „ჩემი დღეების მიწა“ მოხსნა კონკურსიდან)
საუკეთესო დებიუტი:
- იუნონა გურული, “დიაგნოზი” ( საუნჯე)
- ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
- შოთა გუჯაბიძე, „ბათომი“ (გაზეთი „ბათუმელები“)
- გიორგი კეკელიძე, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ (არტანუჯი)
- შორენა ლებანიძე, „ მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ (არტანუჯი)
- გაგა ნახუცრიშვილი, „სისულელის ტრაქტატი“ (ინტელექტი)
- ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ (არტანუჯი)
- ნინო ჩხიკვიშვილი, „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (არტანუჯი)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
- ლექსო დორეული, „წერის თავგადასავალი“ (კალმოსანი)
- თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“ (ინტელექტი)
- თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“ (უნივერსალი)
საუკეთესო პიესა:
ამ ნომინაციაში ჟიურიმ ვერ შეძლო ფინალისტების შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ წელს საუკეთესო პიესისთვის „საბა“ არ გაიცემა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პიესის ნომინაციაში ჟიური პრემიას არ გასცემს.
„საბას“ საორგანიზაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცედენტები გარკვეულწილად ქმნის დრამატურგიის ჟანრის დისკრიმინაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, „საბა“ პატივს სცემს და იცავს კონკურსის ჟიურის დამოუკიდებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მათ შორის - ამა თუ იმ ნომინაციაში პრემიის არგაცემის საკითხში.
შესაბამისად, წელს პიესის ნომინაცაში ფინალისტების არდასახელებაც არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება „საბას“ პოზიციისგან, რომ სწორედ პრემიის გაცემით მოხდეს ამ ჟანრის წახალისება.
საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
- გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე“ (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- გიორგი ლორთქიფანიძე, „სია“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
საუკეთესო თარგმანი:
- მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები“ (დიოგენე)
- ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ (არტანუჯი)
- ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ (წიგნები ბათუმში)
- ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან“ (ინტელექტი)
- ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო“ (ინტელექტი)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი“ (არტანუჯი)
- თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
- გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (არტანუჯი)
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















