„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 12:38 | 20.07.2026 ნანახია: 73
„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ზაფხულის სეზონს ახალი, მასშტაბური კამპანიით შეხვდა, რომლის სახელწოდებაა „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ (Geely - Your Side Quest Bestie). Geely-ს საკომუნიკაციო სტრატეგია პირველივე დღიდან Gen-Z თაობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, ავტომობილი ახალგაზრდების ყოველდღიური, მოულოდნელი თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად და საიმედო მეგზურად აქციოს.
კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვიზუალური ბრენდინგი შეიქმნა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ფოტო და ვიდეოგადაღება, რომლებშიც, ინფლუენსერებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საყვარელი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზებაც ელის. Geely, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილი, იდეალური არჩევანია როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც პირველ ავტომობილს ეძებს.

ანანო გოგიბერიძე, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „კამპანიის იდეა Gen Z-ის საყვარელი აქტივობიდან და ტერმინიდან „Side Quest” წარმოიშვა. Side Quest - ყველა დაუგეგმავ და სპონტანურ თავგადასავალს გულისხმობს, სადაც Geely შენს საუკეთესო მეგობრად და საზაფხულო მოგონებების ნაწილად ვაქციეთ. Geely-ს პოზიციონირება ქართულ ბაზარზე პირველი დღიდან ახალგაზრდულია და სწორედ ასე იქცა Gen Z თაობის საყვარელ ბრენდად. ავტომობილის როგორც ყიდვა, ისე მისი მართვაც შეიძლება იყოს ძალიან სპონტანური და საინტერესო, სწორედ ასეთი ავტომობილია Geely, თავისი უსაფრთხოებისა და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე. რაც უნდა გადაწყვიტოთ - იქნება ეს მეგობრებთან ერთად მოულოდნელად საღამოს გასეირნება თუ ქალაქგარეთ წასვლა - Geely ყველგან თქვენი საიმედო მეგზურია. ამ ავტომობილს არ სჭირდება განსაკუთრებული წინასწარი შემოწმება დაუგეგმავი Roadtrip-ის წინ. უბრალოდ, შეგიძლიათ დაქოქოთ ავტომობილი, ჩართოთ საზაფხულო ფლეილისტი და საუკეთესო სპონტანური მოგონებები შექმნათ „ჯილისთან“ ერთად".

საზაფხულო შეთავაზებები Geely-ს ავტომობილებსა და სერვისზე
ახალი კამპანიის პარალელურად, „ჯილი ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სპეციალურ საზაფხულო პირობებს სთავაზობს როგორც ახალი მოდელების შეძენისას, ისე სერვისცენტრში მომსახურების მიღებისას.
მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიზინგის სპეციალური პირობით, რომლის ფარგლებშიც Geely Atlas Cool-ის შეძენა თვეში 950 ლარიდან არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, სეზონურ სერვისებზე მოქმედებს 15-20%-მდე ფასდაკლება.

„ჯილი ცენტრი თეგეტა“ საქართველოში Geely-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის N152-ში მდებარეობს. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალ მექანიკოსთა გუნდსა და ავტომობილზე ოფიციალურ გარანტიას, რაც ავტომობილის ფლობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.
კამპანია „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ის ბრენდის გრძელვადიანი, სეზონური საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.
ფოტოკრედიტი: ნატა ქანთარია და კრეატიული სააგენტო „ქუიქი“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















