დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 21:18 | 24.07.2026
ნანახია: 27

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ სწორედ რუსეთს ომის დასრულება არ სურს.

ზელენსკიმ ამის შესახებ ამერიკელ ბლოგერსა და ტრამპის მხარდამჭერ ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა.

„პრეზიდენტმა მიხვდა, სინამდვილეში ვის არ სურს ომის დამთავრება. უფრო მეტიც - ვის სურს მისი გაგრძელება. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის შეჩერება გვინდა და ნამდვილად მშვიდობა გვსურს. ადრე კი ისმოდა ხმები, თითქოს ომის დასრულება უკრაინას არ სურდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, უკრაინას გამარჯვება სურს.

„თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ადამიანების სიცოცხლეზე ვფიქრობთ. თუ ხვალვე შევძლებთ ომის შეჩერებას და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე გამარჯვებისთვის 10 ან 20 წელი ბრძოლა და ჩვენი ადამიანების დაკარგვა. ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო ალტერნატივაა. ვფიქრობ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა დამიჯერა და, თუ ურთიერთობის ტონის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის მთავარი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე