ანგელა მერკელი მზად არის, თურქეთთან კომპრომისზე წავიდეს
საქართველო, თბილისი - 14:13 | 13.06.2016 ნანახია: 1738
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მზად არის, თურქეთთან კომპრომისზე წავიდეს და თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დათანხმდეს იმის მიუხედავად, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph გერმანიაში დიდი ბრიტანეთის ელჩზე სებასტიან ვუდზე დაყრდნობით წერს.
როგორც ბრიტანული გამოცემა აცხადებს, მას ხელში ჩაუვარდა რამდენიმე ბრიტანელი დიპლომატის შეტყობინებები. ერთ-ერთ წერილში სებასტიან ვუდი აღნიშნავს, რომ გერმანიაში მაღალი თანამდებობის პირები კულუარებში ინტერესს გამოხატავენ თურქეთის ანტიტერორისტულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისულ ფორმულირებისადმი. ამავე დროს, ბრიტანელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროცესი გერმანიამ შესაძლოა, ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს.
გამოცემა The Telegraph წერს, რომ თავის მხრივ, თურქეთში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რიჩარდ მური მიიჩნევს, რომ თუ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ მოხდება, ერდოღანმა შესაძლოა, მუქარა შეასრულოს და მიგრანტებს ევროპისკენ გზა გაუხსნას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში The Telegraph-ს განუცხადეს, რომ დიპლომატიური შეტყობინებები არის დიპლომატიური მისიების ანგარიშები და არა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური განცხადებები.
პოლიტიკა
- ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური - დიდი ბრიტანეთის საელჩო
- სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი
- თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინკის ხვდებიან
- ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს - - ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე
სამართალი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს