მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 03.07.2026
ნანახია: 21

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ თანამდებობიდან გადადგა.

როგორც მუნტეანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, პრემიერ-მინისტრის პოსტს დღეიდან ოფიციალურად დატოვებს.

"დღეს ჩემი პრემიერ-მინისტრობის ვადა დასრულდა. გადადგომა იმავე მომენტში გადავწყვიტე, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად ჩემი მანდატის შესრულება უკვე აღარ შემეძლო," – დაწერა მან X-ზე.

ალექსანდრუ მუნტეანუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის შემოდგომიდან იკავებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადადგომა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო დღეებში მოლდოვაში კორუფციულ სკანდალებს. მათ შორის, ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს, MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ დანიშნა, ყალბი დიპლომი და პილოტის მოწმობა ჰქონდა. ასევე, 2 ივლისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ქრთამის შესაძლო აღების გამო დააკავეს.

მოლდოვის საპარლამენტო პროცედურის მიხედვით, ახლა პრეზიდენტი მაია სანდუ საპარლამენტო ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრობისთვის კანდიდატს დაასახელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე