მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა - ანჯელინა როშკას „მესაფლავე“
საქართველო, თბილისი - 12:09 | 06.06.2016 ნანახია: 2384
10, 11, 12 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა - მაყურებელი მინის თეატრის ახალ სპექტაკლს ნახავს. მინის თეატრი 2012 წელს დაარსებული არასტაციონარული თეატრია - თეატრალური კომპანიაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სცენა და წარმოდგენებს მართავს სხვადასხვა სცენებზე. მინის თეატრმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მაყურებელს წარუდგინა ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“, ჯონ ოსბორნის „მოიხედე მრისხანების ჟამს“, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში - ეჟენ იონესკოს „მაკბეტტ“. მინის თეატრი ამჯერად მოლდოველი დრამატურგის - ანჯელინა როშკას „მესაფლავეს“ წარუდგენს მაყურებელს. მინის თეატრის მონოსპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი თეატრმცოდნის ვასო კიკნაძის ნათელ ხსოვნას. ვასო კიკნაძე ბრძანდებოდა როგორც სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის - რეზო შატაკიშვილის, ასევე მსახიობის - ოთო ჩიქობავას პედაგოგი.
ამბავი მსახიობის საგრიმიოროში ვითარდება.
თეატრში „ჰამლეტის“ პრემიერაა. ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც თეატრში სწორედ ჰამლეტის როლმა მიიყვანა და ამ როლის განსახიერება ოცნებად აქვს ქცეული, ათამაშებენ მესაფლავის როლს... მსახიობის საგრიმიოროში, ახალი, თანამედროვე ჰამლეტის ტრაგედია თამაშდება - მსახიობი გვიყვება თავის სევდიან, ტრაგიკულ თავგადასავალს, საგრიმიოროში თამაშობს სცენებს ”ჰამლეტიდან”, თამაშობს როგორც ჰამლეტი... ჰამლეტისეულ ”ყოფნა-არყოფნას” ენაცვლება დილემა - სცენაზე ყოფნა-არყოფნა, გასვლა-არგასვლა - გავიდეს და ითამაშოს თუ არა ეპიზოდური როლი. საკითხი თავისთავად იხსნება - ის იღუპება საგრიმიოროში... ესაა სპექტაკლი იმაზედ, თუ რა დაუნდობლად სრისავს ეს ცხოვრება ნიჭიერ ადამიანებს, არ აძლევს გასაქანს და აქცევს საკუთარი თავის მესაფლავედ...
სცენაზე ერთი მსახიობი დგას (ოთო ჩიქობავა), მაგრამ სპექტაკლში აუდიოჩანაწერების მეშვეობით ასევე მონაწილეობენ - მარინა კახიანი (ახმოვანებს გერტრუდას), ნინო იოსელიანი (ს ოფელია), გიორგი იარაჯული (რეჟისორი), გიორგი გასვიანი (უცნობი მამაკაცი) და სხვა.
პრემიერის დასრულებისთანავე მინის თეატრი უკრაინაში მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიდის, 15 ივნისს ხმელნიცკში წარსდგება მაყურებლის წინაშე, 23 ივნისს - ჩერნიგოვში. ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრი დრამატურგის სამშობლოში - მოლდოვაში მიემგზავრება გასტროლზე - 28-29 ივნისს კიშინოვში, მოლდოვას ნაციონალურ თეატრში ითამაშებენ „მესაფლავეს“.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















