ახალი სასტიპენდიო პროგრამა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებისთვის
საქართველო, თბილისი - 15:34 | 03.06.2016 ნანახია: 2514
განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017“.
3 ივნისს, მწერალთა სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროგრამის მიზნები და საკონკურსო პირობები გააცნეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს. განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 2016 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ).
2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:
- ხელოვნება;
- რესტავრაცია/კონსერვაცია
პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით - https://app.iec.gov.ge/. ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
პროგრამის შესახებ:
დაფინანსებული პირი იღებს ვალდებულებას:
- სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაქმდეს საქართველოში სამი წლის განმავლობაში შესაბამის სფეროში.
კონკურსი სამეტაპიანია:
პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება. არასრული განაცხადები არ განიხილება.
მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. ელ. განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, კონკურსანტი შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში, გადადის კონკურსის მესამე ეტაპზე. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 60 ქულა.
მესამე ეტაპი - გასაუბრება. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი იმყოფება საზღვარგარეთ, გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად - სკაიპის საშუალებით. აღნიშნულ ეტაპზე კონკურსანტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40 ქულა.
შეფასების კრიტერიუმებს საკონკურსო კომისია ამტკიცებს.
დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს. პროგრამა არ ითვალისწინებს დისტანციურ/დაუსწრებელ აკადემიურ პროგრამებზე სწავლის დაფინანსებას. კონკურსის მსვლელობისას მხედველობაში მიიღება ინფორმაცია სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისათვის უცხოეთის უნივერსიტეტში, ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
პროგრამის გამოცხადების პერიოდში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები:
თბილისი, ინგოროყვას ქ#7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);
მოქალაქეების მიღების დღეებია:
1 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
2 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
6 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
7 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
8 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
9 ივნისი -13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
13 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
14 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
15 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
16 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
20 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
21 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
22 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
23 ივნისი- 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
27 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
28 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
29 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
30 ივნისი - 13: 00 – 14:00, შეხვედრების ოთახი # 4
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















