პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში
საქართველო, თბილისი - 15:46 | 31.05.2016 ნანახია: 27573 ივნისს 19:00 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ლირიკულ-კომიკური ოპერის “პირველი სიყვარულის” პრემიერას წარმოადგენს.
ეს არის დირიჟორ მალხაზ კობახიძის, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის, მხატვარ თემურ არსენიძის, ქორეოგრაფ ასლან იუსუპოვის მიერ 1991 წელს დადგმული სპექტაკლის აღადგინილი და განახლებული ვერსია, რომელზეც ამჯერად იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით - რევაზ ჯავახიშვილი (დირიჟორი), მაია გაჩეჩილაძე (რეჟისორი), თემურ არსენიძე (მხატვარი), ვახტანგ უშვერიძე (ქორეოგრაფი).
“პირველი სიყვარულის” საპრემიერო შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი (მარგალიტა ამყოლაძე), ემილ ჩარგაზია (ტრიფონია დამყოლაძე), რამაზ კუბლაშვილი (ერთაოზი), კალისტრატე ხარჩილავა (ხუტა ოდიშარია), იაგო ბუხრიკიძე (ნოშრევან კუჭუხიძე), მიხეილ ქებაძე (იტალიელი ნეგოციანტი), ჟანეტა მაჩალაძე (ტელეგრაფისტი ღერონტი), ლაშა თითბერიძე (ქრისტეფორე მგალობლიშვილი), მოცეკვავე ანა ჩიქვილაძე (თამუნია), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
ოთარ თაქთაქიშვილის ოპერას “პირველ სიყვარულს”, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, საფუძვლად დაედო რეზო გაბრიაძის ლიბრეტო, შექმნილი მისივე მოთხრობის “უცხო ჩიტის” მიხედვით (მანამდე კი, 1973 წელს, ეს მოთხრობა საფუძვლად დაედო ელდარ შენგელაიას გახმაურებული ფილმის “შერეკილების” კინოსცენარს).
ქართული მუსიკის დიდოსტატი ოთარ თაქთაქიშვილი თავის ოპერასთან “პირველ სიყვარულთან” დაკავშირებით აღნიშნავდა: “ოპერა ეძღვნება მათ, ვინც ისწრაფვის თავი დააღწიოს მდაბალ გრძნობათა ობივატელურ სამყაროს, ვინც მიისწრაფვის მშვენიერებისა და ამაღლებულისაკენ. ოპერა დასცინის დღემოკლე, მწირი მიზნებით გატაცებულ ადამიანებს, ცდილობს დიდების კვარცხლბეკზე აიყვანოს პიროვნებები, რომელთათვისაც გატაცება, ოცნება და ნათელი სიყვარულია უპირველესი”.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















