ნადეჟდა სავჩენკო: იქნებ ოდესმე მეც შევძლო სუხიშვილებთან ცეკვა
საქართველო, თბილისი - 13:06 | 27.05.2016 ნანახია: 1934
უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, მის მხარდამჭერ აქციაზე შესრულებული ხორუმის კადრებს იხსენებს:
"როცა ციხეში ერთ-ერთი რუსული არხით გავიგე, რომ სუხიშვილისა და რამიშვილის აკადემიურმა ბალეტმა ჩემს მხარდასაჭერად იცეკვა, იცით, რა გამახსენდა? ერთხელ გამიმართლა და ლვოვში მათ კონცერტზე მოვხვდი, ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, საოცარი სანახაობა და ისეთი ეიფორიული გრძნობები მქონდა, ისე მომეწონა მათი ცეკვა და როცა გავიგე, რომ მე მგულშემატკივრობენ, ისე მომინდა, ეს ყველაფერი მენახა ჩემი თვალით. რუსული არხი ხომ წარმოგიდგენიათ, სულ პატარა ნაწილი აჩვენეს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რომ ვნახე. ისე მომინდა მათთან ერთად მეცეკვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ისინი ჩემს გამო გამოვიდნენ, იქნებ, ოდესმე მეც შევძლო მათთან ერთად ცეკვა. საოცრად ლამაზია ქართული ცეკვა," - განაცხადა სავჩენკომ.
სამშობლოში დაბრუნებული ნადია სავჩენკო უახლოეს დღეებში პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინელი მფრინავი აპირებს, რადაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში შევიდეს.
ის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად პარტია ბატკივშჩინას სიით 2014 წლის ნოემბრიდან ირიცხება. პეტრე პოროშენკოსთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ნადია სავჩენკო ფრაქციის წევრებსაც შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიციაც გამოქვეყნდა, რომელშიც პოროშენკოს სავჩენკოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისკენ მოუწოდებენ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















