პრემიერა ,,შექსპირი სიყვარულზე - ქორეოგრაფიული ფანტაზია“ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:11 | 19.04.2016 ნანახია: 23472016 წლის აპრილს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიოს ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ წარმოდგენებით აღნიშნავს.
რუსთაველის თეატრმა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდთან ერთად გადაწყვიტა შექსპირის საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად შეხვდეს და ქართული თეატრის შექსპირული დადგმების მდიდარი ტრადიციების ფონზე, შექსპირი ახლებური ინტერპრეტაციითა და ახლებური თეატრალური ფორმით წარმოადგინოს. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პ რ ე მ ი ე რ ა 20, 21 აპრილს გაიმართება. სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიო ჩანაწერი
კითხულობენ _ ჯონ გილგუდი და ალან რიკმანი
სპექტაკლში ჟღერს მოცარტისა და კეიჯის მუსიკა. ჯონ კეიჯის კომპოზიციებს ასრულებს ნინო ჟვანია
ლიბრეტო მარიამ ალექსიძისა და რობერტ სტურუასი
ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე
მხატვარი _ ანა ნინუა
მუსიკალური ასისტენტი _ ნიალა გოძიაშვილი
რეჟისორის თანაშემწე _ ციცინო გვაზავა
დადგმის ხელმძღვანელი _ რობერტ სტურუა
მონაწილეობენ:
რუსთაველის თეატრის მსახიობები:
ლელა ალიბეგაშვილი, ლელა ახალაია, ნათია კვაშალი, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, გაგი სვანიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გეგა ჩხაიძე, ქეთი ხიტირი, ლაშა ჯუხარაშვილი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი _ ნათია ბუნტური.
ქორეოგრაფიული ფანტაზია “შექსპირი სიყვარულზე”, დიდი შემოქმედის პიესებსა და სონეტებს სიყვარულის თემის ირგვლივ სინთეზური სანახაობით აერთიანებს. შექსპირისეულ სიუჟეტებს მსახიობები არა სიტყვით, არამედ სხეულის ენით გაითამაშებენ და ყველასათვის ნაცნობ შექსპირისეულ პერსონაჟებს თანამედროვე ცეკვის ენით გააცოცხლებენ. ქორეოგრაფიული ფანტაზია თავისი მუსიკალური გადაწყვეტითაც განსაკუთრებული იქნება. სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიო ჩანაწერი, წაკითხული ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მიერ და ორი დიდი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ჯონ კეიჯის ნაწარმოებები. პიანისტი ნინო ჟვანია დადგმაში თავად მიიღებს მონაწილეობას და ამერიკული ავანგარდული და ელექტრონული მუსიკის დიდი წარმომადგენელის ჯონ კეიჯის საფორტეპიანო კომპოზიცებს ცოცხლად შეასრულებს.
შექსპირის შემოქმედების ასეთი მხატვრული გადაწყვეტა სიახლე იქნება ქართულ და არამარტო ქართულ თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ქვეყანა კი 2016 წელს მსოფლიოში მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან, შექსპირის საიუბილეო წლის თავისებურად გამოეხმაურება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვნი იქნება თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიისა და ცეკვის თეატრის განვითარებისათვის.
წარმოდგენა დიდი რეჟისორის რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ იდგმება. მხატვრობა ანა ნინუას ეკუთვნის.
პროექტის პარტნიორები არიან იურიდიული კომპანია „დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილი“ და “არდი” დაზღვევა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















