ეკვადორში მიწისძვრის შემდეგ ციხიდან 100-მდე პატიმარი გაიქცა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 18.04.2016
ნანახია: 1607

ეკვადორში მიწისძვრის შემდეგ ციხიდან ასამდე პატიმარი გაიქცა. შემთხვევა მანაბის პროვინციაში მოხდა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ლედი სუნიიგას თქმით, 30 პატიმარი მალევე დააკავეს, ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავად დაბრუნდა.

მინისტრის თქმით, მიწისძვრამ ციხის ინფრასტრუქტრა ძლიერ დააზიანა. პატიმართა შორის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ეკვადორში 17 აპრილს მომხდარი7,8 მაგნიტუდის  მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 272-ს მიაღწია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის რაფაელ კორეას თქმით, მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია დარჩენილი. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი  მანტა დააზიანა. დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები, სატუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე