ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 09:35 | 25.06.2026
ნანახია: 22

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არსებულ ვითარებას საკმაოდ კარგად უმკლავდება .

ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას: "როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი ზელენსკი ახლა იმარჯვებს?"

ტრამპის თქმით, ზელენსკი მამაცი ადამიანია, უკრაინას კარგი ტექნიკა და ძლიერი მებრძოლები ჰყავს.

„მას საქმე საკმაოდ კარგად მისდის. შეხედეთ, რაც არ უნდა ვთქვათ, ის საკმაოდ კარგად უმკლავდება. ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს. ორივე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის თავის საქმეს კარგად აკეთებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცი ადამიანია. მას კარგი ტექნიკა აქვს, თუმცა რაც მთავარია, კარგი ხალხიც ჰყავს. მას ჰყავს მებრძოლები“, - განაცხადა ტრამპმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე