Boeing-777 ალმა-ატის აეროპორტში ჩვილის გარდაცვალების გამო საგანგებოდ დაეშვა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 18.04.2016
ნანახია: 1676

ავიაკომპანია Cathay Pacific-ის თვითმფრინავი Boeing-777, რომელიც ლონდონი-ჰონკონგის რეისს ასრულებდა, ალმა-ატის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. ამის მიზეზი ბორტზე მყოფი 4 თვის ბავშვისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საჭიროება გახდა.

”რია ნოვოსტის” ცნობით, ექიმებს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდოდ მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ბავშვის ვინაობა უცნობია. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილისკენ უკვე გაემგზავრა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე