ეკვადორში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 18.04.2016
ნანახია: 1675

ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 272-მდე გაიზარდა.
ქვეყნის პრეზიდენტი რაფაელ კორეა მიწისძვრისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ მანტაში ჩავიდა. მისი თქმით, დაღუპულტა რაოდენობა შესაძლოა კიდევ მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ეკვადორში შაბათს გვიან ღამით მოხდა. დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები,სასტუმროები, რესტორნები და საცხოვრებელი სახლები. ნანგრევების ქვეშ უამრავი ხალხია მოყოლილი, ამ დრომდე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე