იაპონიაში მიწისძვრების სერია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 10:10 | 16.04.2016
ნანახია: 1562

900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა იაპონიაში ბოლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მათგან 171 მძიმე მდგომარეობაშია. კუნძულ კიუსიუზე ხუთშაბათს მომხდარი პირველი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სტიქია არაერთხელ განმეორდა. სულ მიწისქვეშა ბიძგების ჩათვლით კუმამატოსა და ოიტის შტატში 230 მიწისძვრა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ძლიერი 7,3 მაგნიტუდის იყო. სტიქიური უბედურების შედეგად 25 ადამიანია დაღუპული,  160 ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე