ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ბელგიის ტრანსპორტის მინისტრი გადადგა

საქართველო, თბილისი - 15:30 | 15.04.2016
ნანახია: 1688

ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა ჟაკლინ გალანმა ბრიუსელის  ტერაქტების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი გადაწყვეტილება მწვავე კრიტიკის შემდეგ მიიღო. ის ოპოზიციამ რეალური საფრთხეების გაუთვალისწინებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მინისტრმა  სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების სათანადო ზომებს არ მიმართა.

ოპოზიციამ 2015 წლით დათარიღებული ევროკავშირის მიერ მომზადებული კონფიდენციალური დოკუმენტიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბელგიის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები არასაკმარისად არის დაცული.

გავრცელებული ინფორმაციით ჟაკლინ გალანმა განცხადება ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა.

22 მარტს ბრისუელში თერატების სერიას 32 ადამიანი ემსხვერპლა, 340-ზე მეტი კი დაშავდა, აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტსა და მაალბეკის მეტროსადგგურში მოხდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე