დღეს, ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი „ესპანური გიტარა“ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 10:13 | 15.04.2016 ნანახია: 2316
15 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით „ესპანური გიტარა”. ცნობილი ქართველი კლასიკოსი გიტარისტი მაესტრო ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა მხარდასაჭერად კლასიკური ესპანური გიტარის ხუთსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაეცემა უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეების სკოლებს. კონცერტი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
საღამოზე სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების ნაწამოებები შესრულდება: ალონსო მუდარა (1508-1580) ფანტაზია ლუდოვიკოს სტილში; გასპარ სანზი 1640-1710 - პავანა, კანარიოსი; დიონისიო აგუადო 1782-1849 ადაჯიო და რონდო ლა მინორი; ხოაკინ მალატსი 1872-1912 - ესპანური სერენადა; ფრანცისკო ტარეგა 1852-1909 არაბული კაპრიჩიო; ისააკ ალბენისი 1860-1909 ლეგენდა, ტანგო, სევილია; მანუელ დე ფალია 1876 - 1946 გლეხის ცეკვა ოპერიდან სამკუთხედი; ხოაკინ როდრიგო 1901-1999 სამი ესპანური პიესა ფანდანგო, პასაკალია, ცაპატეადო; რუის პიპო 1934-1997 სიმღერა და ცეკვა.
ღონისძიება გაიმართება ევროპაში აპრობირებული “გეშპრეხსკონცერტის” (კონცერტი-ლექცია) ფორმატით. კონცერტის ბოლოს კი პატარა უსინათლოებს დიდი სიურპრიზი ელით კომპანია „იამაჰა“-საგან.
პროექტის ფარგლებში პირველი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება 15 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 30 აპრილს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, 17 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში და 30 მაისს ბათუმის ხელოვნების და მუსიკის ცენტრში.
ART PROGUCING-მა პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით აირჩია ქ.თბილისის 202-ე საჯარო, უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონი, ვინაიდან ტარიელ სუარის ახალი იდეის კონკრეტული პერსონაჟი ამ სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე უსინათლო ლუკა თავთავაძეა. ამ კეთილშობილი იდეის თავგადასავალი ასე დაიწყო: 10 წლის, უსინათლო ლუკა თავთავაძემ ინატრა ახლოს გაეცნო ტარიელ სუარი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მუსიკოსი ესტუმრა 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონს, მოუსმინა ლუკა თავთავაძისა და სხვა უსინათლო ბავშვების სიმღერას, რის შემდეგაც გადაწყვიტა ახლოს გაცნობოდა და დიდი დრო დაეთმო უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვების მისწრაფებების, მიზნებისა და შესაძლებლობების განვითარებას. როგორც ხელოვან ადამიანს, ტარიელ სუარს კარგად ესმის ასეთი მოწყვლადი ბავშვების არა მხოლოდ ტკივილი და სევდა, არამედ ღრმადაა დარწმუნებული, რომ განუზომლად დიდია კლასიკური მუსიკის როლი მათ განათლებაში და ჰარმონიულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. ეს ურთიერთბები ხელს შეუწყობს უსინათლო ბავშვთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















