ფაქტიური საცხოვრებლები დაუკანონდება იმ ოჯახებს, რომლებიც მრავალი წელია ამავე მისამართზე ცხოვრობენ
საქართველო, თბილისი - 13:23 | 21.09.2015 ნანახია: 3232
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ეკონომიკის სამინისტროს ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ბალანსზე რიცხული და მათ ფაქტიურ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადასაცემად ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს და პრობლემის მოსაგვარებლად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა დღეს გამრთულ ბრიფინგზე აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის საკითხთა გადაწყვეტა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, შესაბამისი სააგენტოს მხრიდან, უკვე ერთ წელზე მეტია, არცერთი კონკრეტული გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული იმ განცხადებებზე, რომლებიც საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის მიერ იქნა გაგზავნილი.
,,ვინაიდან პროცესები ძალიან ჭიანურდება, ჩემი წინადადებაა დავიწყოთ საკითხის გადაწყვეტა ინდივიდუალური მიდგომით. კერძოდ, ფაქტიური საცხოვრებლები დაუკანონდეს იმ ოჯახებს, რომლებიც მრავალი წელია ცხოვრობენ, რეგისტრირებული არიან ამავე მისამართზე და იხდიან კომუნალურ გადასახადებს“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
ბრიფინგს გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ადრე თავდაცვის, ხოლო ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართში არიან რეგისტრირებული.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















