2-12 აპრილს თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:01 | 29.03.2016 ნანახია: 26382 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელიც უკვე მეექვსე წელმაც უკვე ღორსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული აკადემიური და საბავშვო საგუნდო კოლექტივები. ასევე, პროფესიული გუნდები უცხოეთიდან.
„თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალში“ მონაწილეობენ საერთაშორისო საგუნდო კონკურსებში გამარჯვებული, მრავალი ფესტივალის მონაწილე, საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი – კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა) – ხელმძღვანელი რომუალდას გრაჟინი, გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი) – ხელმძღვანელი ჟუჟანა გრაფი და გუნდი „სამარტინი“ (ბელგია) – ხელმძღვანელი მარიან მიტეა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 8 აპრილს ფესტივალის ფარგლებში გამართავს კონცერტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში. კონცერტზე შესრულდება ჯაკომო პუჩინის გენიალური ნაწარმოები Messa di gloria ( პირველი შესრულება საქართველოში), დირიჟორი მარიან მიტეა.
თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართება 2016 წლის 12 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში მონაწილე საგუნდო კოლექტივები და ბოლო ნომრად, ტრადიციისამებრ, ყველა გუნდი ერთად შეასრულებს ჰენდელის „ალილუიას“ ორატორიიდან “MESSIAH” .
წლევანდელ ფესტივალში 18 საგუნდო კოლექტივი მონაწილეობს, რომლებიც საგუნდო მუსიკის მოყვარულთათვის განსხვავებულ და საინტერესო პროგრამას შეასრულებენ.
ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2013 წელს თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე – ქალბატონ მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელის მთავარი ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.
„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წლიდან თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის თანადაფინანსებით ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება.
ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნოკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია. შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.
ფესტივალში მონაწილე საგუნდო კოლექტივები:
გორის ქალთა კამერული გუნდი
თბილისის ყოვლადწმიდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
ბათუმის ქალთა კამერული გუნდი
ბათუმის სახელმწიფო კაპელა
რუსთავის კამერული გუნდი
თელავის ქალთა გუნდი „კახეთის ჰანგები“
თბილისის გოგონათა გუნდი
ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის გუნდი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი
მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი „ბენეფისი“
გოგონათა გუნდი „ანგელიკა“ (უნგრეთი)
კამერული გუნდი „აიდია“ (ლიტვა)
გუნდი „სამარტინი“ (ბელგია)
გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი
ვაჟთა გუნდი „მძლევარი“
ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა“
თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალი
ფესტივალის გახსნა
2 აპრილი, 19:00
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
კამერული გუნდი „აიდია“, (ლიტვა) – ხელმძღვანელი რომუალდას გრაჟინი
გორის ქალთა კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა
სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი – დირიჟორები სვიმონ ჯანგულაშვილი, ზვიად ბოლქვაძე
3 აპრილი, 15:00
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
თელავის ქალთა კამერული გუნდი „კახეთის ჰანგები“ – ქორმაისტერი პავლე დემურიშვილი
რუსთავის კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა გულაღაშვილი
ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა – დირიჟორი გივი მუნჯიშვილი
4 აპრილი, 18:00
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი
ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ – ხელმძღვანელი კახა ონაშვილი
ახალგაზრდული შერეული გუნდი„თუთარჩელა“ – ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
გორის სამუსიკო კოლეჯის მოსწავლეთა გუნდი – ხელმძღვანელი ნინო წიკლაური
თბილისის გოგონათა გუნდი – ხელმძღვანელი ომარ ბურდული
8 აპრილი, 18:30
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზი
სამარტინის გუნდი (ბელგია) – ხელმძღვანელი მარიან მიტეა
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი გურამ ყურაშვილი
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი– სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი
10 აპრილი, 18:00
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
ანგელიკა (უნგრეთი) – ხელმძღვანელი ჟუჟანა გრაფი
კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი – ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე
კონსერვატორიის ბაკალავრიტის გუნდი – ხელმძღვანელები: ლია ჭონიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი
11 აპრილი, 18:00
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
ბათუმის ქალთა კამერული გუნდი – სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია,დირიჟორი გელა ვადაჭკორია
ბათუმის მუსიკალური ცენტრი სახელმწიფო კაპელა – ქორმაისტერი ლელა დოლიძე
თბილისის მსახიობ ქალთა სამოყვარულო გუნდი „ბენეფისი“ – სამხატვრო ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე
12 აპრილი, 19:00
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
ფესტივალის დახურვა
ფესტივალში მონაწილე გუნდები
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















