ჯონ კერი: ვაშინგტონი და მოსკოვი ნორმალურ დიალოგს უბრუნდებიან
საქართველო, თბილისი - 18:40 | 25.03.2016 ნანახია: 1955
,,ვაშინგტონის სურვილია დაუბრუნდეს ნორმალურ დიალოგს მოსკოვთან და ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანბმა ჯონ კერიმ ,,ტასს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, მოსკოვში გამართეს ოთხსაათიანი შეხვედრა, რომელზედაც განიხილეს სირიასა და უკრაინაში შექმნილი ვითარება.
პუტინთან მოლაპარაკება კერიმ შეაფასა, როგორც „ნაყოფიერი“. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც კერიმ აღნიშნა, რომ მან და პუტინმა იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედითი საზავო შეთანხმების მიღწევის გზებსა და უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ბედზე. კერის თქმით, მან მოსკოვს მოუწოდა, სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების ნება დართოს. ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა კერის სავჩენკოს საკითხში თავისი პოზიცია განუმარტა.
რუსმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინას „უბიძგებს“ მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ, რაც, ლავროვის თქმით, ხელს შეუწყობდა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ნორმალიზებას. ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ამავე მიზნის მისაღწევად რუსეთი ზეწოლას მოახდენს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობაზე. ჯონ კერიმ ჟურნალისტებს აუწყა, რომ სირიის პრობლემაზე მსჯელობისას ის და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ ამ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის საჭიროებაზე.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















