ობამამ არგენტინაში ტანგო იცეკვა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:24 | 24.03.2016
ნანახია: 1823

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მიშელ ობამამ არგენტინაში ვიზიტისას ტანგო იცეკვეს, როგორც ABC News-ი იტყობინება, მათი პარტნიორები პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ.

ქვეყნის პრეზდინტის მაურისიო მარკის მიღებაზე სტუმრებმა ლათინოამერიკული ცეკვებით გართობა გადაწყვიტეს.

თავიდან პარკეტზე პროფესიონალები გამოვიდნენ, შემდეგ კი მათ საცეკვაოდ ამერიკის ლიდერი და პირველი ლედი გაიწვიეს. ობამამ თავდაპირველად იაურა, თუმცა მიწვევა საბოლოოდ მაინც მიიღო. მიშელმაც გადაწყვიტა პროფესიონალთან ცეკვის შანსი ხელიდან არ გაეშვა.

ობამა არგენტინაში ლათინოამერიკული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. მანამდე ის კუბას სტუმრობდა.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე