„თარგმანი 2016“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველო, თბილისი - 18:28 | 21.03.2016 ნანახია: 2474
დღეს, კულტურის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმანი 2016“ - ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I პრემია - დავით გაბუნია - ბრაიან ფრილი, „თარგმანები’’;
II პრემია - მალხაზ ასლამაზაშვილი - ბრატისლავ ნუშიჩი, „საეჭვო პიროვნება’’;
III პრემია - ირინა ჯავახიძე - თორნთონ უაილდერი, „ბეწვზე გადარჩენილები“.
დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ესწრებოდნენ.
ჟიურის მიერ შეჩეულ 3 გამარჯვებულ პიესას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცა: I პრემია - 2500 ლარი; II პრემია - 1500 ლარი; III პრემია - 1000 ლარი;
გამარჯვებულები ასევე დაჯილდოვდნენ ფონდის სპეციალური პრიზით - „თუმანიშვილის ვაშლი“.
დრამატურგიული კონკურსი „თარგმანი 2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსზე წელს წარმოდგენილი იყო სულ 11 თარგმნილი პიესა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენენ.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1998 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. სპონსორთა და მეგობართა დახმარებით ფონდი ქართული თეატრისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. 2006 წელს ფონდმა დაიწყო და 10 წელია უწყვეტად ატარებს ორ კონკურსს დრამატურგიაში: „ახალი ქართული პიესა“ და „ახალი თარგმანი“. კონკურსები უკვე მეხუთე წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ყოველი კონკურსის დასრულების შემდეგ, თუმანიშვილის ფონდი გამომცემლობა „კენტავრის“ თანადგომით, წლის საუკეთესო ქართულ პიესებს კრებულის სახით ბეჭდავს. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის სტატისტიკით, წელს საქართველოს თეატრებში 74 ახალი ქართული და 37 თარგმნილი პიესა დაიდგა. ფონდი ერთობლივ საერთაშორისო პროექტებზეც მუშაობს, რის შედეგადაც, ქართველი დრამატურგების პიესები ევროპის ცნობილი თეატრების სცენებზე იდგმება.
ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი მთარგმნელი, ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე მანანა ანთაძე.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















