საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch

საქართველო, თბილისი - 16:19 | 09.07.2026
ნანახია: 21

საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის გამოძიებების გამოყენება ანადგურებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და ახშობს კრიტიკულ ხმებს. ამის შესახებ Human Rights Watch-ის ახალ ანგარიშშია ნათქვამი. 

Human Rights Watch ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს, დაფინანსების შეზღუდვებს და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად".

ანგარიშში წერია, რომ  "ახალი კანონები პრაქტიკულად ყველა უცხოურ დაფინანსებას მკაცრ სამთავრობო კონტროლს უქვემდებარებს, აკისრებს სტიგმატიზებულ „უცხოელი აგენტის“ იარლიყებს და აქტივისტებსა და დამოუკიდებელ ჯგუფებს მკაცრი ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ემუქრება".

ორგანიზაციის განცხადებით, „მთავრობამ უნდა გააუქმოს ეს გაუმართლებელი სამართლებრივი ზომები“.

„მთავრობამ დამოუკიდებელ ჯგუფებს საშუალება უნდა მისცეს, რომ გაუმართლებელი ჩარევისგან დამოუკიდებლად იმოქმედონ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ რეპრესიების გამო საფასურის გაზრდით, მათ შორის სანქციების მეშვეობით და დამოუკიდებელი ჯგუფების მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ“, - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის, ჰიუ უილიამსონის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი საქმიანობის საფრთხედ აღქმა“.

მისი თქმით, "საქართველოს ხელისუფლების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა და ქვეყნის ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაა - ამ მიზნის მიღწევაში ის საგანგაშო პროგრესს აღწევს".

 ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აღარ შეუძლიათ უსაფრთხოდ ფუნქციონირება, დაფინანსების შენარჩუნება და იმ საზოგადოებების მხარდაჭერა, რომლებსაც ისინი სჭირდებათ და რომლებიც მათზე წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებული“, -განაცხადა ჰიუ უილიამსონმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე