Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
საქართველო, თბილისი - 15:24 | 10.07.2026 ნანახია: 19
„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ბიზნესს კომერციული ტრანსპორტის ახალ გადაწყვეტას - Farizon-ს სთავაზობს. ბრენდი, რომელიც Geely Holding-ის შემადგენლობაში შედის, სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის სპეციალიზებულ მოდელებს აერთიანებს.

Farizon ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება სწორედ ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს - იმ პირობებში, როდესაც კომერციულ სეგმენტში უმეტესად ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილებია წარმოდგენილი, ელექტრომობილები კომპანიებს ფლობისა და ექსპლუატაციის ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას სთავაზობს.
გიორგი შაქარაშვილი, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „Farizon სრულად ელექტრულ კომერციულ ავტომობილებს აწარმოებს, რაც ავტომატურად ამცირებს ყველა იმ ხარჯს, რომლებიც შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს ახლავს თან - როგორც საწვავის, ისე ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით. ამასთანავე, Farizon-ის ავტომობილების შესასყიდი ფასი, დიზელისა და ბენზინის მოდელებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია, 3-ჯერ ნაკლებია ფლობის ღირებულების ხარჯიც. ამას ემატება 5-წლიანი ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისი. დღეს ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფლობის ჯამური ღირებულებაა და სწორედ ამ მიმართულებით ქმნის Farizon რეალურ ეკონომიას.
ჩვენი პორტფელი 6 ძირითად მოდელსა და დაახლოებით 40-მდე მოდიფიკაციას აერთიანებს, რომლებიც ზომით, ტვირთამწეობით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილითა და დანიშნულებით განსხვავდება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თავიანთთვის ოპტიმალური გადაწყვეტა შეარჩიონ. ბრენდის განსაკუთრებით მოთხოვნადი მოდელია Farizon SV (Super Van), რომელიც სატვირთო, სადისტრიბუციო, სამგზავრო და სამაცივრე ვერსიებითაა ხელმისაწვდომი - ჯამში, 10-მდე მოდიფიკაციით. გარდა ეკონომიურობისა, ეს არის თანამედროვე დიზაინის ავტომობილი, რომელიც კომპანიის იმიჯსაც აძლიერებს“.
ახალ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ სერვისინფრასტრუქტურა და 30-წლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. Farizon-ის ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას კომპანია კომერციული ტრანსპორტის საკუთარ ულტრათანამედროვე სერვისცენტრში უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებლებს გამოცდილი ტექნიკოსები, სპეციალიზებული აღჭურვილობა და სრული ტექნიკური მხარდაჭერა დახვდებათ. ეს კომპანიებს ავტომობილების უწყვეტი ექსპლუატაციისა და ოპერაციული პროცესების შეუფერხებლად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.

Farizon-ის მიმართ ბიზნესის ინტერესი საწყის თვეებშივე გამოიკვეთა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ავტომობილები ბაზარზე ოფიციალური საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებამდეც ერთიანად გაიყიდა, ხოლო მომხმარებლებმა, რომლებმაც ისინი შეიძინეს, მალევე დამატებითი შეკვეთებიც განათავსეს, მათ შორის განსხვავებული მოდიფიკაციების მოთხოვნით.
ბიზნესის მზარდი ინტერესი იმით აიხსნება, რომ კომპანიები კომერციული ტრანსპორტის შერჩევისას, პირველ რიგში, აფასებენ ფლობის ჯამურ ღირებულებას, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ასევე ავტომობილის ღირებულების შენარჩუნების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ პორტფელის ახალი ბრენდი.
Farizon-ის მიმართ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს „ჯილი ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი პირველი მსხვილი კორპორაციული პროექტი. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „თეგეტა“ სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისს“ 10 ერთეულ Farizon-ს ეტაპობრივად გადასცემს.
საოპერაციო ლიზინგის მოდელი კომპანიებს, ავტომობილებით უზრუნველყოფასთან ერთად, დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. მომხმარებლები იღებენ სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას, GPS მონიტორინგს, დეტალურ რეპორტინგსა და 24/7 საგზაო დახმარებას, რაც ავტოპარკის ეფექტიან მართვასა და ოპერაციული პროცესების გამარტივებას უზრუნველყოფს.
--
„ფარიზონ ცენტრი თეგეტა“ (Farizon Center Tegeta) არის Farizon Auto-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სადისტრიბუციო და ლოგისტიკის სექტორისთვის სრულად ელექტრო, მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს სთავაზობს ბაზარს.
Farizon Auto ქმნის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ორიენტირებულია ეფექტურობაზე, პრაქტიკულობასა და რეალური ლოგისტიკის საჭიროებებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს მდგრად დიზაინთან აერთიანებს.
ბრენდის მთავარი მიზანი წარმოებასა და მართვაში ინოვაციური, ეკოლოგიური მიდგომების დანერგვაა, რაც ხელს უწყობს გადასვლას უფრო სუფთა, კომერციულ ტრანსპორტზე.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
















