ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“

საქართველო, თბილისი - 15:32 | 08.07.2026
ნანახია: 27

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სესიის სხდომა „ოცნების” დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორ გაგვიბედეთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდ მდგომარეობაში გაქვთო, - ამის შესახებ  „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური სოვიალურ ქსელში წერს.

ის საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას ეხმიანება .

როგორც ანა ბუჩუკური წერს, ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება, ხოლო ქვეყნის გარეთ „სამარცხვინო ტანტრუმებით“.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სესიის სხდომა „ოცნების” დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორ გაგვიბედეთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდ მდგომარეობაში გაქვთო. სამხარაძის განცხადებას იქვე გამოეხმაურა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: „ნიკოლოზ, როგორც იცით, ადგილების დატოვება თქვენს ქვეყანაშიც კი არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ამიტომ აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ? ვფიქრობ, ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია სწორედ კონფლიქტების ერთად გადაჭრას ნიშნავს”. Karma. ასეა. ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან. ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“,- წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა უპასუხა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე