ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
საქართველო, თბილისი - 13:56 | 07.07.2026 ნანახია: 27
“გახარია საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიგა ფარულავამ გაბაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება იყო.
ფარულავამ "ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კირცხალიას უპასუხა და აღნიშნა, როიმ მდინარაძის კალთის ქვეშ ვერც კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან.
"როგორც ჩანს, ირაკლი კირცხალია აჟიტირებულია, ალბათ, ბედნიერად გრძნობს თავს მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდნენ ირაკლი კირცხალიამაც და სხვებმაც, რომ ისინი ვერ დაიმალებიან მდინარაძის კალთის ქვეშ, სისტემის ზურგს უკან და აუცილებლად დადგება დრო, როცა მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება მათ ნებისმიერ სიტყვასა და ქმედებაზე", - თქვა მან.
მისი თქმით, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება გახარიას გუნდის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და განხორციელებული სისტემური დანაშაული იყო.
“ჩვენ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რაც მოხდა პარლამენტში, შესაბამისად, სისტემამ, კონკრეტულმა პირებმა, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, ასევე პროკურატურამაც, უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი ქმედებისთვის და ასევე უმოქმედობისთვის აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება.
რაც შეეხება ამ “ქარდებს”, ისინი გაზიარებული იყო გამომდინარე იქიდან, რაც სხვა პარლამენტში ხდებოდა ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტული ფაქტი, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, არის სისტემური ძალადობის მორიგი გამოვლინება. ჩვენ აქ კონკრეტულ გვარებზე არ ვსაუბრობთ, ეს იყო ჩვენი გუნდის მიმართ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი, ორგანიზებული და განხორციელებული სისტემური დანაშაული”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.
მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან, პარლამენტში „გახარიას პარტიის“ წარმომადგენლებთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე - ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















