რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
საქართველო, თბილისი - 16:58 | 24.06.2026 ნანახია: 22
რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება „ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს“. ამის შესახებ კომპანია რუსეთის ავიაგადამზიდავთა ასოციაციისთვის გაგზავნილ წერილში წერს. იუწყება რუსული გამოცემა "მედუზა"
კომპანიის ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში ავიასაწვავის მთავარმა მომწოდებელმა აცნობა, რომ მოხმარება მოთხოვნილ მოცულობასთან შედარებით დაახლოებით მესამედით უნდა შეემცირებინათ. მიზეზად დასახელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი „ფორსმაჟორული სიტუაციები“, რამაც ბაზარზე ავიასაწვავის მოცულობა შეამცირა.
„აზიმუტის“ განცხადებით, საწვავის საკმარისი მარაგი არც ალტერნატიულ მომწოდებლებს აქვთ.
ამასთან, დეფიციტის ფონზე ავიასაწვავის ფასებიც მკვეთრად გაიზარდა. ავიაკომპანიის მონაცემებით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში ავიასაწვავის საშუალო ფასი 17%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა მაჰაჩყალაში, სადაც საავიაციო ნავთის ღირებულება 64%-ით გაიზარდა და ტონაზე 157 ათას რუბლს მიაღწია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილ პირობებში როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მიმართულებებზე ფრენების შესრულება ეკონომიკურად არამიზანშეწონილი ხდება. „აზიმუტმა“ ავიაგადამზიდავთა ასოციაციას სთხოვა, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართოს და ვითარების სტაბილიზაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვოს.
რუსეთში საწვავის კრიზისი 2026 წლის მაისის ბოლოს დაიწყო, რაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდება. სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, 15-21 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ბენზინის წარმოება დაახლოებით 25%-ით შემცირდა 2025 წლის ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საწვავის მიწოდებაზე შეზღუდვები უკვე დაწესებულია ცენტრალურ რუსეთში, ასევე ირკუტსკის, ომსკისა და ნოვოსიბირსკის ოლქებში, აგრეთვე ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში - რუსეთის უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ რეგიონში.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შიდა ბაზარზე არსებული ვითარება „მარტივი არ არის, თუმცა კონტროლს ექვემდებარება“.
მისი თქმით, საწვავის დეფიციტი წარმოადგენს „ცალკეულ რეგიონებსა და კონკრეტულ ავტოგასამართ სადგურებზე პერიოდულად წარმოქმნილ ლოგისტიკურ პრობლემებს“.
თავის მხრივ, რუსული ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ ავიასაწვავის დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა უკვე სერიოზულ გავლენას ახდენს საჰაერო გადაზიდვების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















