რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 15:49 | 06.05.2026
ნანახია: 17

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა  სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი წერს, რუსეთის არმია აგრძელებს ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებსა და მასშტაბურ იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დნიპროზე, ზაპოროჟიესა და კრამატორსკზე.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მიმდინარე დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა თითქმის 30 შეტევითი ოპერაცია განახორციელეს.

"უკრაინამ ნათლად განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მოსკოვში დაგეგმილი აღლუმის პერიოდში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სარკისებურად უპასუხებს. ყველა ნორმალური ადამიანისთვის აშკარაა, რომ სრულმასშტაბიანი ომი და ადამიანების ყოველდღიური მკვლელობები ცუდი დროა საჯარო „ზეიმისთვის“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მხრიდან დიპლომატიური წინადადებები კვლავ ძალაშია და რეალური მშვიდობისთვის საჭიროა მხოლოდ რუსეთის მზადყოფნა.

„დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ჩვენი სამხედროებისა და სადაზვერვო სტრუქტურების საღამოს ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე.“, – წერს ზელენსკი.

არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე