ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი

საქართველო, თბილისი - 18:15 | 05.05.2026
ნანახია: 21

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ირანი შერცხვენილია, თეირანი ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხებს.

მისივე თქმით, აშშ-ის ძალებს არ დასჭირდებათ ირანის წყლებში ან საჰაერო სივრცეში შესვლა, რადგან აშშ-ს კონფლიქტის გამწვავების სურვილი არ აქვს.

„თუმცა ირანს ასევე არ უნდა მიეცეს უფლება, უდანაშაულო ქვეყნები და მათი ტვირთები საერთაშორისო მარშრუტებზე დაბლოკოს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ ორმა ამერიკულმა კომერციულმა გემმა ჰორმუზის სრუტე გაიარა და რიგში კიდევ ასობით სხვა გემია. მისივე თქმით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტეზე „ძლიერი წითელი, თეთრი და ლურჯი გუმბათი“ დაამონტაჟა.

„ამერიკული გემები პოზიციებზე იმყოფებიან ასობით გამანადგურებლის, ვერტმფრენის, დრონისა და სათვალთვალო თვითმფრინავის მხარდაჭერით მშვიდობიანი კომერციული გემების 24/7 მონიტორინგის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე