კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე

საქართველო, თბილისი - 18:52 | 27.04.2026
ნანახია: 30

კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან „ქართული ოცნების“ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა არსებობენ ძალები, რომელთა სურვილია ქვეყანაში არეულობა მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰარმონიულად ითანამშრომლონ.

„მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფო თანამდებობის შემოღება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპერატიული ჩართულობა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ქმედებები და მოვლენები, როგორიც 2025 წლის 4 ოქტომბერს იყო. ამ კოორდინაციის საჭიროება თუნდაც ამ ერთი ფაქტით დავინახეთ. მაშინ, როცა არსებობენ ძალები, რომელთა სურვილია ქვეყანაში არეულობა მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰარმონიულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ამით ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელი შეუწყონ“, – განაცხადა გორდულაძემ.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე