ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 15:41 | 27.04.2026
ნანახია: 31

ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ ნაბიჯით ანტიდასავლური პროპაგანდის ხაზი გრძელდება.

„ახალი არაფერი არის. ანტიდასავლური პროპაგანდის ხაზი გრძელდება და გზების მოჭრა, რომ ეს ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციაში ბოლომდე მოექცეს. ირანის ელჩმა თავზე დაგვახურა ქვეყანას სამჯერ ზედიზედ და ერთი კომენტარი მაინც ნახეთ? ჰერჩინსკიმ რა თქვა, ჩვეულებრივი კომენტარი გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ“, - განუცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე